გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ყვავილი
საგანი/პედაგოგი
ბუნებისმეტყველება/მაია თავართქილაძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური/V კლასი
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროებების მიდგომების მოსწავლეები არ არიან.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ü  მოსწავლეები შეძლებენ დააკვირდნენ და აღწერონ ყვავილის ძირითადი ნაწილები;
ü  გაიგონ მათი ფუნქცია;
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
ü  მოსწავლეები გაიგებენ, თუ რა ნიშნებით განსხვავდებიან ყვავილოვანები სხვა მცენარეებისაგან;
ü   შეისწავლიან მცენარის ორგანოს აგებულებას;
ü  გაიგებენ ყვავილის ძირითად ნაწილებს და ფუნქციებს;

ბუნ.V.1.მოსწავლეს შეუძლია ყვავილოვანი მცენარის ძირითადი ორგანოების მათ ფუნქციებთან დაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სვამს კითხვებს, იკვლევს და აანალიზებს, თუ რა ნიშნებით განსხვავდებიან ყვავილოვანები სხვა მცენარეებისგან;
·      ასრულებს ინსტრუქციებს, იყენებს შესაბამის ხელსაწყოებს (მაგ., ლანცეტი/დანა, გამადიდებელი ხელსაწყოები) მცენარის ორგანოების აგებულების  შესასწავლად, დაკვირვების შედეგებს წარმოადგენს ნახატის სახით;
·      იკვლევს ყვავილის ძირითად ნაწილებს  და მათ ფუნქციებს მცენარის გამრავლებას უკავშირებს;
·      მოცემული ინსტრუქციის მიხედვით იკვლევს, თუ რა საკვები წარმოიქმნება ფოთოლში მზის ენერგიის ხარჯზე; 
წინარე ცოდნა
  •       მოსწავლეებმა იციან: ყვავილის ძირითადი ორგანოები;
  •       როგორ უკავშირდება ისინი ერთმანეთს;
  •        რა სახის ყვავილები არის მათ ირგვლივ, მათ ეზოებში, მათი სკოლის ეზოში. 

შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან საკლასო შეფასების რუბრიკით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო _ ავტორი: ლ. შალვაშვილი, მ. მაჭავარიანი. საწერი კალამი, სამუშაო რვეული, ყვავილოვანი მცენარეები, ფოტოილუსტრაციები.
ტექნიკური რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები _ 2 წთ;

გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა

აქტივობა 1 _ გონებრივი იერიშით წინარე ცოდნის გააქტიურება _ 3 წთ;

აქტივობა 2 _ ვიდეოს ჩვენება „ყვავილოვანი მცენარეები“ _ 5 წთ.

გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 3 _ საკლასო საუბარი _ 5 წთ;
ვესაუბრები ბავშვებს, თუ როგორ წარმოიქმნება და სად წარმოიქმნება ყვავილი. ასევე თუ რა ნაწილებისაგან შედგება ის (ჯამის ფოთოლი, გვირგვინის ფურცელი, მტვრიანები, ბუტკო).

აქტივობა 4 _ პრაქტიკული სამუშაო წყვილებში _ „ყვავილის აგებულება“ – 10 წთ;
ბავშვებს წყვილებში ვურიგებ ყვავილოვან მცენარეს, სადაც ისინი ვიზუალურად არჩევენ ერთმანეთისაგან ყვავილის ნაწილებს;

აქტივობა 5 _ მუშაობა სახელმძღვანელოზე _ 5 წთ.
იხილეთ გაკვეთილი #11, გვერდი 30.

გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია

აქტივობა 6 _ განხილვა-მსჯელობა - 15 წთ;
ბავშვები ისაუბრებენ იმაზე, თუ რა საერთო ნიშნები აქვს ყვავილოვანი მცენარეების ყვავილს. შეადარებენ მცენარეების: გოგრის, ზამბახის, შროშანის ყვავილის აგებულებას.

საშინაო დავალება _ 3 წთ.
მოიძიეთ ინფორმაცია: გაზაფხულის ფურისულა Primula Veris.
გამოიყენეთ ვებ გვერდი: www.mkurnali.ambebi.ge

No comments:

Post a Comment